ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი
ჩვენი კომპანია გთავაზობთ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის სამონტაჟო მომსახურებას ნებისმიერი მაშტაბისა და მიმართულების ობიექტებზე. ჩვენ ვმუშაობთ ნებისმიერი ტიპის ოპტიკურ კაბელთან და ოპტიკურ კომპონენტებთან. ჩვენი ექსპერტები მზად არიან გაგიწიონ კონსულტაცია ოპტიკური ქსელებისა და ოპტიკური კომპონენტების სფეროში.
დღევანდელ მსოფლიოში, ოპტიკური ტექნოლოგია თამაშობს მთავარ როლს IT ინფრასტრუქტურის სფეროში. საკომუნიკაციო ქსელებში იზრდება სიჩქარის მოთხოვნა მონაცემთა გადაცემაზე. ამ საკითხში ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ქსელები უკონკურენტოდ არის დარჩენილი. მონაცემთა გადაცემის სიჩქარე, რომელსაც უზრუნველყოფს თანამედროვე ოპტიკური ქსელი, მიუწვდომელია ნებისმიერი სხვა ტიპის საკომუნიკაციო ქსელისათვის.
გარდა ამისა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტანდარტული ქსელების საკომუნიკაციო ხაზების სიგრძე შეზღუდულია. მაგალითად, გრეხილი წყვილების ტიპის ქსელის ზღვარი 100 მეტრია. ოპტიკურ საკომუნიკაციო ხაზებს (ოპტიკას) არ გააჩნია ასეთი შეზღუდვები. ოპტიკა შეიძლება გამოყენებულ იქნას საკომუნიკაციო ხაზების მოწყობად, როგორც ოფისებს შორის, ისე ქალაქებს შორისაც. თანამედროვე ოპტიკურ-ბოჭკოვან საკომუნიკაციო ხაზებს პრაქტიკულად არ გააჩნიათ შეზღუდვები სიგრძეზე.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მათი მაღალი უსაფრთხოება არაუფლებამოსილ წვდომაზე. ნებისმიერი ტიპის სპილენძის ხაზი გარშემორტყმულია ელექტრო-მაგნიტური ველით, რომელიც ფიქსირდება სპეციალური აღჭურვილობით. ოპტიკას არანაირი ველი არ გააჩნია, რადგან ინფორმაციის გადამტანი კონცენტრირებული სინათლის სხივია.
შეგვიძლია გამოვყოთ ოპტიკური ხაზების სამი ძირითადი უპირატესობა:
- მონაცემთა გადაცემის მაღალი სიჩქარე
- შესაძლებელია ოპტიკური ხაზების გამოყენება გრძელ მანძილებზე
- ოპტიკური ხაზების მაღალი დაცულობა
უნდა ავღნიშნოთ, რომ ოპტიკური ხაზების მაღალი ღირებულება მცდარი მოსაზრებაა. ბოლო დროს მოხდა ოპტიკური კომპონენტების ფასების მნიშვნელოვანი შემცირება და შესაბამისად ეს პროდუქტი თითქმის ყველა კომპანიისათვის გახდა ხელმისაწვდომი. უფრო მეტიც, სულ უფრო ხშირად, ოპტიკური ხაზები პოულობენ თავის გამოყენებას კერძო სექტორში, რაც მიუთითებს ოპტიკური ხაზების სრულ ხელმისაწვდომობაზე თითქმის ნებისმიერი მომხმარებლისთვის.