info@callisto.ge +995 557 812 812
ელექტრონული საკეტი სისტემები

ელექტრონული საკეტი სისტემები

ელექტრონული საკეტი მონტაჟდება ბინის, აპარტამენტის, სასტუმროს ან ნებისნიერი შენობა ნაგებობის შესასვლელ კარებზე. ელექტრონული საკეტები გამოიყურება ელეგანტურად  და ადვილად ჯდება შენობა ნაგებობის დიზაინში. საკეტს გააჩნია ავტონომიური კვების წყარო და არ საჭიროებს დამატებით ელექტრონული ქსელის მოწყობას. ის მუშაობს ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაშიც. მექანიკური ელექტრონული საკეტის გახსნის 6 ძირითადი გზა არსებობს: სტიკერით, თითის ანაბეჭდით, მექანიკური გასაღებით, პლასტიკური ბარათით, პულტით და პაროლის შეყვანით მოწყობილობის სენსორულ პანელზე. საკეტი შეიძლება დაპროგრამდეს გარკვეული წვდომის კოდებისთვის. ასეთი შესაძლებლობა ძალიან ფასდება, სადაც მნიშვნელოვანია გარკვეული ოთახების დაშვების კონტროლი. მოწყობილობებისთვის უსაფრთხოების გაზრდილი დონის უზრუნველსაყოფად, შემუშავებულია გაძლიერებული რიგელები და მოძრაობის სენსორები, ასევე პრემიუმ მოდელები აღჭურვილია ბიომეტრიული სენსორებით, რომლებიც ხსნიან წვდომას მხოლოდ თითის ანაბეჭდების დამთხვევისას.