სტრუქტურული საკაბელო სისტემები (სსს)
თანამედროვე შენობაში სტრუქტურული საკაბელო სისტემა (სსს)-ი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საინჟინრო სისტემა. სსს-ი პოულობს თავის გამოყენებას არა მხოლოდ კომპიუტერულ ქსელში, არამედ სხვა საინჟინრო სისტემებისა და მრავალი მოწყობილობის მონაცემთა გადაცემის ორგანიზირებაში: წვდომის კონტროლის სისტემებში, ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებში, ჭკვიანი სახლის სისტემებში და მრავალ სხვაში. ამ თვალსაზრისით, არა მხოლოდ IT ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება, არამედ სხვა სისტემების ფუნქციონირებაც დამოკიდებულია მაღალხარისხიან და გააზრებულ პროექტირებაზე. პროექტის შემუშავებისას აუცილებელია გაითვალისწინოთ ყველა შესაძლო ნიუანსი, გამოყენებული აღჭურვილობის მახასიათებლები, ვენდორების თავსებადობა და მრავალი სხვა ასპექტი. ჩვენ გთავაზობთ სსს-ის მაღალ ხარისხიან და კვალიფიციურ პროექტირებას.
მომსახურეობა სსს-ის პროექტირებაზე
- სსს-ის პროექტირებაზე ტექნიკური დავალების შემუშავება და შეთანხმება
- საკონსულტაციო მომსახურეობა სსს-ის პროექტირებაზე
- პროექტის საფუძველზე წინასწარი კომერციული წინადადების შემუშავება
- სსს-ის პროექტირება
- აღმასრულებელი დოკუმენტაციის გაცემა
- საავტორო ზედამხედველობა და შეფ-მონტაჟი